სოფელ ბორბალოს საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებლის, მარეხი ჯანგებაშვილის საწრეო მუშაობა III-IV კლასებში

საწრეო მუშაობა 2019 – 2020 სასწავლო წელი
სკოლა: სსიპ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბორბალოს საჯარო სკოლა.
მათემატიკის წრე  - „ ჩვენ გვიყვარს მათემატიკა“  
სამიზნე ჯგუფი: მე-3 და მე-4 კლასები
წრის ხელმძღვანელი: მარეხი ჯანგებაშვილი 

 საწრეო მუშაობა  მიზნად ისახავს მოსწავლეთათვის დახმარების გაწევას მათემატიკის უკეთ შესწავლა- გააზრებაში,  მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება-განმტკიცებაში  ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვითეს მეცადინეობები მათ  დაეხმარება  საკუთარი შესაძლებლობების შეფასებასა და მის ამაღლებაში მიღებული ცოდნის განმტკიცებაში და მათემატიკური უნარ-ჩვევების განვითარებაში.
ეს ყოველივე  განაპირობებს მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას, თვითანალიზის უნარის განვითარებას,  პასუხისმგებლობის გრძნობის გაზრდას,  დასწავლისადმი სურვილის გაღვივებას.
საწრეო მუშაობის პროგრამა: მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ აქტივობებს.
აქტუალურობა:  მოსწავლეებს გაუღვივდებათ მათემატიკის საგნისადმი სიყვარული, არაფორმალური განათლება ხელს შეუწყობს მოსწავლეებში თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბებას. მოსწავლეები მათემატიკაში მიღებულ ცოდნას გამოიყენებენ სხვა საგნის სწავლებისას.
  შედეგი: მოსწავლეები წრეში მუშაობის შედეგად გამოავლენენ და განიმტკიცებენ ცოდნას მათემატიკის შესახებგაიზრდება მოსწავლეთა დაინტერესება მათემატიკისადმი.  დაგეგმილი მეცადინეობები ხელს შეუწყობს მოსწავლეთა თვითანალიზისდაკვირვების  უნარს. ასევე წრეში მონაწილეობა ხელს შეუწყობს სხარტი აზროვნების ჩამოყალიბებასთანამშრომლობის უნარის განვითარებასპასუხისმგებლობის გაზრდას.შეძლებენ ტესტუტრი სავარჯიშოების შესრულებასგანუვითარდებათ ამოცანების ამოხსნის უნარი.
 რესურსები:   მათემატიკის სახელმძღვანელო  III კლასიIV კლასი სახელმძღვანელოს ავტორებიგურამ გოგიშვილი, თეიმურაზ ვეფხვაძე, ია მებონია, მანანა ქურჩიშვილი. გამომცემლობა„ინტელექტი“
დამატებითი სავარჯიშოები მათემატიკაში (დიმიტრი გოშხეთელიანი, მანანა დეისაძე. დამატებითი სავარჯიშოებისათვის მათემატიკის სახელმძღვანელო:  მე მიყვარს მათემატიკა ავტ: კელერი , პფაფი. გამომცემლობა ელფი.  კალამიდაფაცარციმარკერისახაზავი. ელექტრონული თვალსაჩინოება.
წრის  მუშაობაში  ჩართული  პირები:  მოსწავლეთა  მშობლები, დაწყებითი განათლების  მასწავლებელი და  მოსწავლეები.

მოსწავლეთა  ასაკი:  8-9 წელი                                                აღწერა:მასწავლებელი არეგისტრირებს მუშაობაში მსურველბავშვებს, მათ მშობლებს გააცნობს წრის მუშაობის  მიზანს,  შეხვედრების  განრიგს.  


                                                              წრის სამუშაო გეგმა
                                                            III- IV   კლასი   (I სემესტრი)
                                                    მასწავლებელი - მარეხი ჯანგებაშვილი
                                        მათემატიკის წრე --,, ჩვენ გვიყვარს მათემატიკა“

2019-2020  სასწავლო წლის პირველ სემესტრში შეიქმნა მათემატიკის წრე.
 წრეში გაერთიანებულია  :    მე-3 და მე -4  კლასის  4 მოსწავლე
           III კლასი                                                                                      
1. ბარბარე ბარამიძე                                     
2.  დავიდ იოჰანნეს კოლლმერ

           IV კლასი
1.ანასტასია ბარამიძე
2. ლუკა საღირაშვილი


                 წრე ტარდება კვირაში ერთხელხუთშაბათს ,   მეექვსე  გაკვეთილზე 13: 45 საათიდან    და 14:30    საათამდე



წრის სამუშაო პროგრამა
შეხვედრების განრიგი

N
თარიღი
თემის  დასახელება
საათების  რაოდენობა
სემესტრი
1
19.09.2019
  საორგანიზაციო საკითხების მოგვარებასაწრეო მუშაობის შინაარსის და მიზნის გაცნობა
1
2
26.09.2019
 ნატურალური რიცხვების ჩაწერა -წაკითხვა
1
3
03.10.2019
 რიცხვების შედარება და დალაგება
1
4-5
10.10.2019
17.10.2019
ნატურალური რიცხვების შეკრება-გამოკლების სხვადასხვა ხერხების გამოყენება
2
6-7
24.10.2019
31.10.2019
 ამოცანების ამოხსნა შეკრებაგამოკლების შემცველი ალგებრული გამოსახულებით
2
8-9
07.11.2019
 გავლილი მასალის შეჯამება
1
10
14.11.2019
 სიგრძის ერთეულების შესწავლა
1
11
21.11.2019
 გეომეტრიული ფიგურები
სივრცული ფიგურები
1
12
28.11.2019
 რომელი საათია?
1
13
05.12.2019
  შეჯამება
1



 2019 წლის 19 სექტემბერს ჩატარდა მათემატიკიური წრის ,, ჩვენ გვიყვარს მათემატიკა“  l  მეცადინეობა. ამ  შეხვედრაზე  დამტკიცდა საწრეო მუშაობის სამოქმედო გეგმა. შეირჩა წრის სლოგანი. შეხვედრის დღედ აირჩიეს  ხუთშაბათი დღე.  
წრეში გაერთიანებულია  მე-3 და მეოთხე კლასის   4 მოსწავლე:

  
                                                                             III კლასი                                                                                      
              1. ბარბარე ბარამიძე                 
               2.  დავიდ იოჰანნეს კოლლმერ

           IV კლასი
1.ანასტასია ბარამიძე
  2. ლუკა საღირაშვილი



I დღეს  მეცადინეობის მიზანი იყო  მოსწავლეებთან ერთად შეგვემუშავებინა სამუშაო გეგმა . დაგვედგინა  სამუშაო დღეები.
.

  ბავშვები დიდი ინტერესითა და  ენთუზიაზმით შეუდგნენ საწრეო  მუშაობას. შევარჩიეთ სამუშაო გეგმა და სამუშაო დღეები.  



 2019 წლის 26 სექტემბერს ჩატარდა მათემატიკიური წრის ,, ჩვენ გვიყვარს მათემატიკა“  2  მეცადინეობა. მეცადინეობის მიზანი იყო ნატურალური რიცხვების ჩაწერა- წაკითხვა. ამ  შეხვედრაზე მოსწავლეებმა გაიმყარეს ცოდნა ნატურალური რიცხვების შესახებ. (მესამე კლასელებმა 100 ფარგლებში, ხოლო მეოთხე კლასელებმა 1000 ფარგლებში.)
მოსწავლეებმა ხალისით იმეცადინეს და ცდილობდნენ ერთეულების, ათეულების და ასეულების გამოყოფას დასახელებული რიცხვებიდან.

  მეცადინეობის ამსახველი ფოტომასალა:













2019 წლის 3 ოქტომბერს  ჩატარდა მათემატიკიური წრის ,, ჩვენ გვიყვარს მათემატიკა“  3  მეცადინეობა. მეცადინეობის მიზანი იყო რიცხვების შედარება და დალაგება. ამ  შეხვედრაზე მოსწავლეებმა გაიმყარეს ცოდნა ნატურალური რიცხვების მეტობა -ნაკლებობის შესახებ. (მესამე კლასელებმა 100 ფარგლებში, ხოლო მეოთხე კლასელებმა 1000 ფარგლებში.)
საწრეო მუშაობამ დიდი ხალისით ჩაიარა, მოსწავლეებმა თავი კარგად გაართვეს მოცემულ დავალებებს და უამრავი მაგალითი ჩაწერეს მეტობა-ნაკლებობის შესახებ.


  მეცადინეობის ამსახველი ფოტომასალა:








 2019 წლის 10 და 17 ოქტომბერს ჩატარდა მათემატიკიური წრის ,, ჩვენ გვიყვარს მათემატიკა“  3 და 4  მეცადინეობა. მეცადინეობის მიზანი იყო ნატურალური რიცხვების შეკრება-გამოკლების  გამოყენებით სხვადასხვა ამოცანების ამოხსნა. ამ  შეხვედრაზე მოსწავლეებმა გაიმყარეს ცოდნა ნატურალური რიცხვების შეკრება-გამოკლების შეახებ. მოსწავლეების სურვიდან გამომდინარე შეეცადნენ რაც შეიძლება დიდ რიცხვებზე მოეხდინათ შეკრება-გამოკლების ოპერაციების შესრულება, რასაც წარმატებულად გაართვეს თავი. მეცადინეობები ხალისიან გარემოში ჩატარდა და დიდი მონდომება გამოიწვია მოსწავლეებში.


 მეცადინეობის ამსახველი ფოტომასალა:










 2019 წლის 24 და 31 ოქტომბერს ჩატარდა მათემატიკიური წრის ,, ჩვენ გვიყვარს მათემატიკა“  5 და 6 მეცადინეობა. მეცადინეობის მიზანი იყო ნატურალური რიცხვების შეკრება-გამოკლების გამოყენებით სხვადასხვა ამოცანების ამოხსნა. ამ  შეხვედრაზე მოსწავლეებმა გაიმყარეს ცოდნა ნატურალური რიცხვების შეკრება-გამოკლების შეახებ. მოსწავლეების სურვიდან გამომდინარე შეეცადნენ ამოცანები ამოეხსნათ შეკრება-გამოკლების სხვადასხვა ხერხების გამოყენებით. რასაც წარმატებულად გაართვეს თავი. მეცადინეობები ხალისიან გარემოში ჩატარდა და დიდი მონდომება გამოიწვია მოსწავლეებში.


2019 წლის 7 ნოემბერს  ჩატარდა მათემატიკიური წრის ,, ჩვენ გვიყვარს მათემატიკა“  7 მეცადინეობა. მეცადინეობის მიზანი იყო გავლილი მასალის შეჯამება. ამ  შეხვედრაზე მოსწავლეებმა გაიხსენეს  ნატურალური რიცხვების შეკრება-გამოკლება, რიცხვების შედარება, ზრდისა და კლების მიხედვით დალაგება. მოსწავლეები დიდი ხალისითა და მონდომებით მუშაობდნენ.
მეცადინეობის ამსახველი ფოტომასალა








2019 წლის 14 ნოემბერს  ჩატარდა მათემატიკიური წრის ,, ჩვენ გვიყვარს მათემატიკა“  8 მეცადინეობა. მეცადინეობის მიზანი იყო სიგრძის საზომი ერთეულების გახსენება-შესწავლა. ამ  შეხვედრაზე მოსწავლეებმა გაიხსენეს სიგრძის საზომი ერთეულები. საკითხის უკეთ გაგების მიზნით მოსწავლეებმა გაზომეს თავიაანთი საკლასო ოთახი, სასკოლო ნივთები, საკუთარი სიმაღლე. აგრეთვე სკოლასა და სახლს შორის მანძილების გაგებამაც დააინტერესათ და მომავალი გაკვეთილისათვის ამ მონაცემებსაც მოიპოვებენ. მოსწავლეები დიდი ხალისით, მონდომებითა და ენთუზიაზმით მუშაობდნენ.


2019 წლის 21 ნოემბერს  ჩატარდა მათემატიკიური წრის ,, ჩვენ გვიყვარს მათემატიკა“  9 მეცადინეობა. მეცადინეობის მიზანი იყო ბრტყელი ფიგურების გახსენება და სივრცული ფიგურების შექმნა. მოსწავლეებმა ფერადი ქაღალდებისაგან გამოჭრეს ბრტყელი ფიგურები და პლასტილინებისა და ასანთის ღერებისგან შექმნეს სივრცული ფიგურები. სამუშაო პროცესმა ხალისითა და დიდი მონდომებით ჩაიარა.







2019 წლის 28 ნოემბერს  ჩატარდა მათემატიკიური წრის ,, ჩვენ გვიყვარს მათემატიკა“  10 მეცადინეობა. მეცადინეობის მიზანი იყო საათის ცნობის სწავლება. მოსწავლეებს სათამაო საათის დახმარებით გავახსენე და საათის ცნობა. ისრების საშუალებით მოსწავლეებს ვუჩვენებდი სხვადასხვა დროს და ისინიც ცდილობდნენ ზუსტად ამოეცნოთ აღნიშნული დრო.

2019 წლის 5 დეკემბერს ჩანიშნული შეხვედრა ჩავატარე 2019 წლის 29 ნოემბერს. ეს გახლდათ საწრეო მუშაობის ბოლო 11 შეხვედრა და მოსწავლეებთან ერთად შევაჯამეთ საწრეო მუშაობის პერიოდში შესწავლილი საკითხები. 




რეფლექსია.

 2019 წლის I სემესტრში შეიქმნა წრე სახელწოდებით " „ ჩვენ გვიყვარს მათემატიკა“,  რომელშიც გარერთიანებულები იყვნენ მესამე და მეოთხე კლასის მოსწავლეები.       თავდაპირველად საწრეო მუშაობის შექმნის მიზანი იყო მოსწავლეთათვის დახმარების გაწევას მათემატიკის უკეთ შესწავლა- გააზრებაში,  მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება-განმტკიცებაში  ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვითეს მეცადინეობები მათ  დაეხმარებოდათ  საკუთარი შესაძლებლობების შეფასებასა და მის ამაღლებაში მიღებული ცოდნის განმტკიცებაში და მათემატიკური უნარ-ჩვევების განვითარებაში.
  მშობლებთან შეთანხმებით შედგა საწრეო მუშაობა. თავდაპირველად შევეცადე მოსწავლეებში გამეღვიძებინა მათემატიკისადმი ინტერესი და სიყვარული, საკუთარი თავის რწმენა, რომ არ უნდა შეშინებოდათ შეცდომების დაშვების.  
      მოტივაციის ამაღლების  მიზნით გზადაგზა  ვახალისებდი მოსწავლის წარმატებას, (სიტყვიერიშექება),მაგრამ ამასთანავე  დეტალურად ვუხსნიდი თითოეული შეცდომის
 მიზეზს და ვაძლევდი საშუალებას თავად გამოესწორებინათ დაშვებული შეცდომა. 
       საწრეო მუშაობის პერიოდში მოსწავლეები ხალისითა და ენთუზიაზმით რჩებოდნენ მეცადინეობებზე.  ასრულებდნენ სხვადასხვა სავარჯიშოებს. განიმტკიცეს   მათემატიკის   შესახებ ცოდნა.  გაიზრდა მოსწავლეთა დაინტერესება მათემატიკისადმი.
      მათემატიკის წრის მუშაობა დადებითად აისახა საგნის სწავლების შედეგებზე.
  მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი საწრეო მუშაობის მეორე სემესტრშიც გაგრძელების.



Комментарии

Популярные сообщения из этого блога

სოფელ ბორბალოს საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებლის, მარეხი ჯანგებაშვილის საწრეო მუშაობა 6 კლასში

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბორბალოს საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებლის ცირა ჯელიას პროექტი " ჩემი სოფელი"

სსიპ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბორბალოს საჯარო სკოლის ისტორიი მასწავლებლის, ცირა ჯელიას სასწავლო რესურსი