სოფელ ბორბალოს საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებლის, მარეხი ჯანგებაშვილის საწრეო მუშაობა 6 კლასში

საწრეო მუშაობა : 2019 – 2020 სასწავლო წელი
სკოლა: სსიპ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბორბალოს საჯარო სკოლა.
მათემატიკის წრე  - „პატარა მათემატიკოსები“
კლასი: მე-6 კლასი ( 1 სემესტრი)
მასწავლებელი:  მარეხი ჯანგებაშვილი

 საწრეო მუშაობა  მიზნად ისახავს მოსწავლეთათვის დახმარების გაწევას მათემატიკის უკეთ შესწავლა- გააზრებაში,  მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება-განმტკიცებაში  ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვითეს მეცადინეობები მათ  დაეხმარება  საკუთარი შესაძლებლობების შეფასებასა და მის ამაღლებაში მიღებული ცოდნის განმტკიცებაში. 
საწრეო მუშაობის პროგრამა: მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ აქტივობებს.

აქტუალურობა:  მოსწავლეებს გაუღვივდებათ მათემატიკის საგნისადმი სიყვარული, არაფორმალური განათლება ხელს შეუწყობს მოსწავლეებში თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბებას. მოსწავლეები მათემატიკაში მიღებულ ცოდნას გამოიყენებენ სხვა საგნის სწავლებისას.
  შედეგი: მოსწავლეები წრეში მუშაობის შედეგად გამოავლენენ და განიმტკიცებენ ცოდნას მათემატიკის შესახებგაიზრდება მოსწავლეთა დაინტერესება მათემატიკისადმი.  დაგეგმილი მეცადინეობები ხელს შეუწყობს მოსწავლეთა თვითანალიზისდაკვირვების  უნარს. ასევე წრეში მონაწილეობა ხელს შეუწყობს სხარტი აზროვნების ჩამოყალიბებასთანამშრომლობის უნარის განვითარებასპასუხისმგებლობის გრძნობის გაზრდას.
 რესურსები:   მათემატიკის სახელმძღვანელო  VI  კლასი სახელმძღვანელოს ავტორებითინა ბექაური, ავთანდილ საგინაშვილი
დამატებითი სავარჯიშოებისათვის მათემატიკის სახელმძღვანელო:  მე მიყვარს მათემატიკა  VI კლასი ავტ: კელერი , პფაფი. გამომცემლობა ელფი.  კალამიდაფაცარციმარკერისახაზავი. ელექტრონული თვალსაჩინოება.

    წრის  მუშაობაში  ჩართული  პირები:  მოსწავლეთა  მშობლები, დაწყებითი განათლების  მასწავლებელი და  მოსწავლეები.

მოსწავლეთა  ასაკი:  12 წელი                                                აღწერა:მასწავლებელი არეგისტრირებს მუშაობაში მსურველ ბავშვებს, მათ მშობლებს გააცნობს წრის მუშაობის  მიზანს,  შეხვედრების  განრიგს.                                                     
                                            
2019-2020  სასწავლო წლის პირველ სემესტრში შეიქმნა მათემატიკის წრე.
 წრეში გაერთიანებულია  :    მე-6 კლასის  3 მოსწავლე
                                                                                                
           VI კლასი

1.      დიღმელაშვილი ლიკა
2.      ძულიაშვილი გიორგი
3.      ძულიაშვილი დავით



                     
                 წრე ტარდება კვირაში ერთხელოთხშაბათს ,   მეშვიდე  გაკვეთილზე 14:30 საათიდან    და 15:20   საათამდე



 2019 წლის 02 ოქტომბერს ჩატარდა მათემატიკიური წრის ,,პატარა მათემატიკოსების“  l  მეცადინეობა. ამ  შეხვედრაზე  დამტკიცდა საწრეო მუშაობის სამოქმედო გეგმა. შეირჩა წრის სლოგანი. შეხვედრის დღედ აირჩიეს  ოთხშაბათი  დღე.  
წრეში გაერთიანებულია  მე-6  კლასის   3 მოსწავლე:

  
   წრის სამუშაო პროგრამა
შეხვედრების განრიგი

N
თარიღი
თემის  დასახელება
საათების 
 რაოდენობა
სემესტრი
1
02.10.2019
  საორგანიზაციო საკითხების მოგვარებასაწრეო მუშაობის 
შინაარსის და მიზნის გაცნობა
1
2
09.10.2019
 გამყოფები და ჯერადები
1
3
16.10.2019
 უდიდესი საერთო გამყოფი
უმცირესი საერთო ჯერადი
1
4
23.10.2019
წილადი
1
5-6
30.10.2019
06.11.2019
წილადის შეკრება - გამოკლება
2
7-8
13.11.2019
20.11.2019
წილადების გამრავლება - გაყოფა
2
9-10
27.11.2019
04.12.2019
ათწილადები
 ათწილადების შეკრება - გამოკლება
2
11
11.12.2019
შეჯამება
1
                                            
           VI კლასი
1.ლიკა დიღმელაშვილი
  2. გიორგი ძულიაშვილი
                                                            3. დავით ძულიაშვილი



I დღეს  მეცადინეობის მიზანი იყო  მოსწავლეებთან ერთად შეგვემუშავებინა სამუშაო გეგმა . დაგვედგინა  სამუშაო დღეები.
.

  ბავშვები დიდი ინტერესითა და  ენთუზიაზმით შეუდგნენ საწრეო  მუშაობას. შევარჩიეთ სამუშაო გეგმა და სამუშაო დღეები.  



2019 წლის 9 ოქტომბერს ჩატარდა მათემატიკიური წრის ,,პატარა მათემატიკოსების“  2  მეცადინეობა. ამ  შეხვედრაზე მოსწავლეებმა გაიხსენეს გამყოფები და ჯერადები. განიხილეს საკმაოდ ბევრი მაგალითი და წარმატებიტ გაარტვეს თავი მოცემულ მაგალითებს.




2019 წლის 16 ოქტომბერს ჩატარდა მათემატიკიური წრის ,,პატარა მათემატიკოსების“  3 მეცადინეობა. ამ  შეხვედრაზე  გამყოფებისა და ჯერადების გახსენება -განმტკიცების შემდეგ მოსწავლეებმა შეიცნეს უდიდესი საერთო გამყოფები და უმცირესი საერთო ჯერადები. სხვადასხვა მაგალითების განხილვის შემდეგ მათ კარგად აღიქვეს და გაიაზრეს თუ რას ნიშნავს უდიდესი საერთო გამყოფი და უმცირესი საერთო ჯერადი.










2019 წლის 23 ოქტომბერს ჩატარდა მათემატიკიური წრის ,,პატარა მათემატიკოსების“  4 მეცადინეობა. ამ  შეხვედრაზე  მოსწავლეები გაეცნენ წილადმაჩვენებლიან რიცხვებს.  სხვადასხვა მაგალითების განხილვის შემდეგ მათ კარგად აღიქვეს და გაიაზრეს თუ რას ნიშნავს წილადი რიცხვები. მასალის უკეთ აღქმის მიზნით გამოყენებულ იქნა თვალსაჩინოებები.



2019 წლის 30 ოქტომბერსა და 6 ნოემბერს  ჩატარდა მათემატიკიური წრის ,,პატარა მათემატიკოსების“  5 და 6 მეცადინეობა. ამ  შეხვედრებზე  მოსწავლეები გაეცნენ წილადმაჩვენებლიან რიცხვების შეკრება გამოკლებას. განვიხილეთ უამრავი მაგალითი წილადმაჩვენებლიანი რიცხვების შეკრება-გამოკლების. საწრეო მუშაობამ ჩაიარა დიდი ხალისითა და მონდომებით. გარემო იყო პოზიტიური.

მეცადინეობის ამსახველი ფოტომასალა








2019 წლის 13 ნოემბერსა  და 20 ნოემბერს  ჩატარდა მათემატიკიური წრის ,,პატარა მათემატიკოსების“  7 და 8 მეცადინეობა. ამ  შეხვედრებზე  მოსწავლეები გაეცნენ წილადმაჩვენებლიან რიცხვების გამრავლება- გაყოფას. განვიხილეთ სხვადასხვა მაგალითები წილადმაჩვენებლიანი რიცხვების გამრავლება- გაყოფის შესახებ. საწრეო მუშაობამ ჩაიარა დიდი ხალისითა და მონდომებით. 







2019 წლის  27 ნოემბერს  ჩატარდა მათემატიკიური წრის ,,პატარა მათემატიკოსების“   9 მეცადინეობა. ამ  შეხვედრებზე  მოსწავლეები გაეცნენ ათწილადებს. სხვადასხვა მაგალითების განხილვის შემდეგ მათ კარგად აღიქვეს და გაიაზრეს თუ რას ნიშნავს ათწილადები. საწრეო მუშაობამ ჩაიარა დიდი ხალისითა და მონდომებით. 
  
2019 წლის 4 დეკემბერს დაგეგმილი  10 შეხვედრა ჩავატარე 2019 წლის 28 ნოემბერს. ამ შეხვედრაზე განვიხილეტ ათწილადების შეკრება- გამოკლება. განვიხილეთ უამრავი მაგალითი ათწილადების შეკრება-გამოკლების. გარემო იყო პოზიტიური, მეცადინეობამ ჩაიარა ხალისით.

2019 წლის 11 დეკემბერს დაგეგმილი  11 შეხვედრა ჩავატარე 2019 წლის 29 ნოემბერს. ამ შეხვედრაზე შევაჯამეთ საწრეო მუშაობის პერიოდში განვლილი საკითხები. 






რეფლექსია.

 2019 წლის I სემესტრში შეიქმნა წრე სახელწოდებით  პატარა მათემატიკოსები“,  რომელშიც გარერთიანებულები იყვნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები.       თავდაპირველად საწრეო მუშაობის შექმნის მიზანი იყო მოსწავლეთათვის დახმარების გაწევას მათემატიკის უკეთ შესწავლა- გააზრებაში,  მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება-განმტკიცებაში  ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვითეს მეცადინეობები მათ  დაეხმარებოდათ  საკუთარი შესაძლებლობების შეფასებასა და მის ამაღლებაში მიღებული ცოდნის განმტკიცებაში და მათემატიკური უნარ-ჩვევების განვითარებაში.
  მშობლებთან შეთანხმებით შედგა საწრეო მუშაობა. თავდაპირველად შევეცადე მოსწავლეებში გამეღვიძებინა მათემატიკისადმი ინტერესი და სიყვარული, საკუთარი თავის რწმენა, რომ არ უნდა შეშინებოდათ შეცდომების დაშვების.  
      მოტივაციის ამაღლების  მიზნით გზადაგზა  ვახალისებდი მოსწავლის წარმატებას, (სიტყვიერიშექება),მაგრამ ამასთანავე  დეტალურად ვუხსნიდი თითოეული შეცდომის
 მიზეზს და ვაძლევდი საშუალებას თავად გამოესწორებინათ დაშვებული შეცდომა. 
       საწრეო მუშაობის პერიოდში მოსწავლეები ხალისითა და ენთუზიაზმით რჩებოდნენ მეცადინეობებზე.  ასრულებდნენ სხვადასხვა სავარჯიშოებს. განიმტკიცეს   მათემატიკის   შესახებ ცოდნა.  გაიზრდა მოსწავლეთა დაინტერესება მათემატიკისადმი.
      მათემატიკის წრის მუშაობა დადებითად აისახა საგნის სწავლების შედეგებზე.
  მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი საწრეო მუშაობის მეორე სემესტრშიც გაგრძელების.



Комментарии

Популярные сообщения из этого блога

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბორბალოს საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებლის ცირა ჯელიას პროექტი " ჩემი სოფელი"

სსიპ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბორბალოს საჯარო სკოლის ისტორიი მასწავლებლის, ცირა ჯელიას სასწავლო რესურსი